პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს ლიდერებს განუცხადა, რომ მომავალში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ოთხი პრინციპის დაცვაა აუცილებელი: ბირთვული განიარაღება, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა, პლანეტის შენარჩუნება, და გლობალური ეკონომიკა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობებს აძლევს. ეს ოთხი მთავარი საყრდენი, ბარაკ ობამას განცხადებით, მომავალი თაობების კეთილდღეობის საფუძველია. პირველ რიგში, აცხადებს პრეზიდენტი, ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ბირთვული იარაღის გავრცელება და მსოფლიო მათგან გავანთავისუფლოთ. „დღეს ბირთვული გავრცელების საფრთხე იზრდება. თუკი ჩვენ არ ვიმოქმედებთ, მაშინ მსოფლიოს ყველა რეგიონში ჩვენ გამალებულ შეიარაღებას დავუშვებთ და ასევე ომისა და ტერორის ისეთ აქტებს გავუხსნი თ გზას, რომელთა წარმოდგენა დღეს შეუძლებელიც კი არის. “ პრეზიდენტ ობამას სიტყვების პარალელურად, ამერიკამ რეზოლუციის პროექტი წარადგინა ბირთვული იარაღის მოსპობის საკითხში.
გაეროს უშიშროების საბჭომ ეს რეზოლუცია ერთხმად მიიღო ისტორული მნიშვნელობის სხდომის დროს, რომელსაც 24 სექტემბერს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უძღვებოდა. მეორე საყრდენია მშვიდობისათვის ბრძოლა:„ჩვენ ვაცნოებიერებთ, რომ მშვიდობისათვის ლტოლვა უნივერსალურია. ამასთან ერთად უნდა ხელახლა დავადასტუროთ ჩვენი გადაწყვეტილება კონფლიქტების დასასრულებლად. ეს ძალისხმევა უნდა დაიწყოს იმის მკაფიო გააზრებით, რომ უდანაშაულო მამაკაცის, ქალისა და ბავშვების მკვლელობა არასდროს იქნება შეწყნარებული. “ ამერიკის ლიდერმა დასძინა, რომ გააძლიერებს მხარდაჭერას ეფექტური სამშვიდობო მისიების საწარმოებლად, რომლებმაც კონფლიქტები უნდა აღკვეთონ. პლანეტის შენარჩუნება, მესამე საყრდენია. "ეს ჩვენი პასუხისგებლობაა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს დავუპირისპირდეთ. თუკი აღებულ გზას გავაგრძლებეთ, მომავალ თაობებს გაუკვირდებათ, თუ რატომ არ შევცვალეთ ჩვენი მოქმედებები, რატომ ვერ მოვახერხეთ გარე სამყაროს შენარჩუნება ისე, როგორც იგი გვერგო მემკივიდრეობით. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემას დამოუკიდებლად ებრძოლოს--არამედ ქვეყნებმა ერთად უნდა იღვაწონ ამ პრობლემის წინააღმდეგ.
და ბოლოს, მეოთხე საყრდენია ისეთი გლობალური ეკონომიკური გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანების შესაძლებლობებს აკმაყოფილებს, განაცხადა ბარაკ ობამამ
„მსოფლიოს მდიდარმა სახელმწიფოებმა თავანთი ბაზრები უნდა გაუხსნან უფრო მეტ პროდუქციას და დახმარების ხელი გაუწოდონ მათ, ვისაც უჭირს. განვითარებადმა ქვეყნებმა კი კორუპცია უნდა დაამარცხონ, რომელიც ადამიანთა შესაძლებლობებს კლავს, ბიზნესებს კი ქრთამის გადახდას ავალდებულებს. “ბოლოს ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მსოფლიოს მოსახლეობას სწორედ ასეთი მომავალი სურს მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამიტომაც, ამ პრინციპების შესრულებით მთავრობებმა ხალხის ნება-სურვილი უნდა აღასრულონ.