ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 პალესტინელი პატიმარი ქალი განთავისუფლებულია



ისრაელმა ვიდეოფირის სანაცვლოდ გაათავისუფლა 19 პალესტინელი პატიმარი ქალი. ვიდეო სიუჟეტში ნაჩვენებია, თუ როგორ აკავებენ პალესტინელები ისრაელელ ჯარისკაცს.

ისრაელმა მას შემდეგ გამოთქვა თანხმობა - გაეთავისუფლებინა პატიმარი ქალები, რაც მართლაც დადასტურდა რომ ვიდეო მასალაში ნამდვილად იტაცებენ ისრაელელ ჯარისკაცს გილად შალითს.


ამ გარიგებას გერმანია და ეგვიპტე მედიატორობდნენ, რამაც შესაძლოა გზა გაუხსნას დამატებით ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, შალიტის ხსნის სანაცვლოდ მიმდინარე კვირის დასაწყისში, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა განაცხადა, რომ ჯარისკაცის გათავისუფლება დიდი ხნის მერე თუ გახდებოდა შესაძლებელი.


XS
SM
MD
LG