ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აივის ვირუსი მეტად გავრცელდა


გაეროს მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, საგრძნობლად მოიმატა აივის ვირუსითა და შიდსით დაავადებული ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც მკურნალობა უტარდება.

ოთხშაბათს გამოწვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის ბოლოს საშუალო და დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში 4 მილიონი ადამიანი იღებს ანტი-ვირუსულ მედიკამენტებს. წინა წელთან შედარებით ეს 36 პროცენტიანი ზრდაა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, მარგარეტ ჩანმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, მაინც ბევრია გასაკეთებელი. მისი თქმით, ღარიბ ქვეყნებში 5 მილიონი ადამიანი ჯერ ისევ მნიშვნელოვანი მედიკამენტრების გარეშეა.


XS
SM
MD
LG