ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამა: „ყველა ქვეყანას გააჩნია უფლებები, მაგრამ ყველა ქვეყანას აგრეთვე აკისრია ვადლებულებები"



როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმართა გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას, მან აღნიშნა, რომ მშვიდობა და აყვავება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამშომბლობის მეოხებით. ხოლო ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ წამყვან პრინციპს:

„ყველა ქვეყანას გააჩნია უფლებები, მაგრამ ყველა ქვეყანას აგრეთვე აკისრია ვადლებულებებიც. სწორედ ეს არის ის გარიგება რომელიც შესაძლებელს ხდის თანამშრომლობას.“

ბატონი ობამას მიმართვიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიტყო, რომ ირანი ფარულად აშენებდა ურანის გასამდიდრებელ ქარხანას ქალაქ ყუმის მახლობლად, რაც თეირანის მიერ იმ საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას ნიშნავს, რომელიც მას აკისრია ბირთვულ სფეროში საქმიანობის აუცილებელ გამომჟღავნებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ახალი ურანის გასამდიდრებელი ქარხანა „წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას გაუვრცელებლობის რეჟიმის ძირითადი შეთანხმების მიმართ.“

ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„ირანს აქვს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის განვითარების უფლება თავისი ხალხის ენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ამ ობიექტის სიდიდე და კონფიგურაცია არ შეესაბამება მშვიდობიან პროგრამას. ირანი არღვევს წესებს, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს და ასეთი ქცევით იგი ძირს უთხრის გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმს, საკუთარ ხალხს იმ შესაძლებლობის მიღწევის უფლებას ართმევს რომელსაც ის იმსახურებს, და საფრთხეში აყენებს რეგიონისა და მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.“

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, იგი კვლავინდებურად მხარს უჭერს ირანთან სერიოზული ურთიერთობის დამყარებას მისი ბირთვული პროგრამის განსახილველად, მაგრამ „დროა ირანმა საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობის აღსადგენად დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ და იქვე დასძინა, რომ „ირანმა უნდა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები და დაგვანახოს, რომ იგი, როგორც ერთა თანამეგობრობის ერთ-ერთი წევრი, მზადაა საკუთარი ვალდებულებების შესრულებისთვის.“

XS
SM
MD
LG