ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მოლაპარაკებებისთვის მზადაა


ირანი აცხადებს, რომ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის პოზიტიური განწყობით ემზადება. ირანის წარგზავნილმა ჟენევაში საედ ჯალილიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გამართვა კარგ პერსპექტივას უსახავს შეხვედრაში მონაწილე მხარეებს. ხვალ ჟენევაში ირანთან მოლაპარაკებებს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნისა და გერმანიის წარმომადგენლები გამართავენ. თუმცა ირანის ბირთვული სააგენტოს თავკაცი ალი აკბარ სალეჰი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ განიხილავს ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერების საკითხს. არადა ცნობილია, რომ მოლაპარაკებებზე ამერიკა სწორედ ამ საკითხის წამოწევას ეცდება.


XS
SM
MD
LG