ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარაკეტო დარტყმების შედეგად თვრამეტი თალიბი დაიღუპა



პაკისტანი აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად თვრამეტი თალიბი გაანადგურეს. როგორც ფიქრობენ რაკეტები ამერიკელების მიერ იყო გაშვებული. ამ ინფორმაციით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მდებარე სამიზნეებს სამი რაკეტა სტყორცნეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაკეტები უპილოტო საფრენი აპარატიდან გაისროლეს და ისინი თალიბთა ლიდერის ირფან მეჰსუდის სამეთაურო პუნქტის განადგურებას ითვალისწინებდნენ.


XS
SM
MD
LG