ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონდურასი ბრაზილიის საელჩოს  ემუქრება


ჰონდურასის დე ფაქტო ხელისუფლება დედაქალაქ ტეგუსიგალპაში ბრაზილიის საელჩოს დიპლომატიური სტატუსის გაუქმებით ემუქრება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჰონდურასში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ბრაზილიას პასუხისმგებლობა გარკვეულწილად ეკისრება. ამის მიზეზი კი გახლავთ,რომ ბრაზილიის საელჩო თავშესაფრით უზრუნველყოფს ჰონდურასის გადაყენებულ პრეზიდენტს მანუელ ზელაიას. ქვეყნიდან განდევნილმა პრეზიდენტმა მსოფლიო მაშინ გაანცვიფრა,როცა გასულ კვირას ჰონდურასში უჩუმრად შეიპარა და ბრაზილიის საელჩოში თავშესაფარი მოითხოვა.

XS
SM
MD
LG