ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღორის გრიპის ვაქცინის ევროპის მოსახლეობაზე გაცემა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს


ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტო ღორის გრიპის ორი სახის ვაქცინის ევროპის მოსახლეობისთვის მიწოდებას მოითხოვს. დღეს სააგენტომ განაცხადა, რომ ვაქცინებს „ნოვარტისის ფოცეტრიას“ და „გლაქსო სმით კლაინის პანდემრიქსს“ საჩქაროდ უნდა მიანიჭონ გაყიდვის ლიცენზია. თუმცა კანონის თანახმად, ევროკომისიამ ჯერ უნდა ამ ვაქცინების ვარგისიანობა შეამოწმოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ღორის გრიპის პანდემია გამოაცხადა. ამ დროისთვის გრიპმა გლობალურად უკვე სამ ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზოგი სპეციალისტი შიშობს, რომ ეს დაავადება ორ მილიარდზე მეტ ადამიანს შეიძლება შეეყაროს.

XS
SM
MD
LG