ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანატომია


ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი ნატო ღუდუშაური პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტია. იგი მუშაობს თემაზე „ თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანატომია“. ქალბატონი ნატოს თქმით მისი ნაშრომი მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს გზების ძიება თუ საით მიემართება რუსეთი. მისი თქმით კვლევები და ანალიზი საბოლოო ჯამში საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს სწორი გათვლა იმისა თუ რა გზით აპირებს საქართველო რუსეთთან ურთიერთობას. ქალბატონი ნატო თვლის, რომ აუცილებელია არსებობდეს ჩამოყალიბებული კონცეფცია რუსეთთან მიმართებაში, რათა რუსეთის ამა თუ ქმედებაზე საქართველოს მხრიდან მოხდეს სწორი რეაგირება.

XS
SM
MD
LG