ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი რეზოლუცია დაგმო


რუსეთმა დაგმო პოლონეთის მიერ მიღებული, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი რეზოლუცია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლონეთმა რეზოლუციის მიღებით ზიანი მიაყენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას. შეგახსენებთ, რომ ვარშავის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსეთის ყველა კეთილი ნების მოქალაქეს სტალინიზმის ეპოქაში ჩადენილ დანაშაულთა, მათ შორის 1939 წელს პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG