ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღია წერილი „ევროპა მხარში უდგას საქართველოს“


ღია წერილი სათაურით „ევროპა მხარში უდგას საქართველოს“ გამოქვეყნდა ბრიტანეთის გაზეთ გარდიანში. წერილს ხელს აწერს 12 გამოჩენილი მოღვაწე. მათ შორის ჩეხეთისა და ლიტვის ყოფილი პრეზიდენტები ვაცლავ ჰაველი და ვალდას ადამკუსი, ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ოტო დე ჰაბსბურგი, ტიმოთი გარტონ ეში, ადამ მიხნიკი და სხვები.ღია წერილის ავტორები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, შეიმუშავონ აქტიური სამოქმედო სტრატეგია, რათა დაეხმარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და საქართველოს მიწაზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის ჯარების გასვლის მიღწევაში. ჩვენი რესპონდენტი, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვნელი ირაკი სესიაშვილი კომენტარს აკეთებს ღია წერილზე. ბატონი ირაკის თქმით დასავლეთ ევროპა საბჭოთა კავშირს და ზოგადად კომუნისტურ რეჟიმს ყოველთვის აღიქვამდა, როგორც გარე საფრთხეს და მას უწევდა ცივი ომის პირობებში ამ გარე საფრთხესთან გამკლავება. აღმოსავლეთ ევროპას კი საბჭოთა რეჟიმი უშუალოდ თავის თავზე აქვს გამოცდილი და შეიძლება ითქვას, რომ იგი საბჭოთა კავშირის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით აღმოსავლეთ ევროპა საქართველოს პრობლემას რუსეთთან მიმართებაში უყურებს არა მხოლოდ როგორც ერთი ქვეყნის პრობლემას, არამედ როგორც ბრძოლას რეეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად გრძელდება.

XS
SM
MD
LG