ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის გარეუბნის მცხოვრებლებმა შეაჩერეს მოამარ კადაფის კარვის მშენებლობა



ნიუ იორკის ერთ-ერთი გარეუბნის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრძანეს მუშებს გააჩერონ კარვის მშენებლობა, რომელშიც ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი უნდა გაჩერებულიყო შეერთებულ შტატებში სტუმრობის დროს.

კარვის მშენებლობა დაიწყო მიწის ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნის უძრავი ქონების მფლობელს და სახელგანთქმულ ბიზნესმენს დონალდ ტრამპს. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქ ბედფორდში ნიუ იორკიდან ჩრდილოაღმოსავლეთით 70 კილომეტრის დაშორებით. ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ კარვის მშენებლობის შესახებ მათ პირველად შეიტყვეს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურისგან.

XS
SM
MD
LG