ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურის განცხადებით, ერაყში ვერტმფრნის ჩამოვარდნას ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა.

შაბათს შავი ქორის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და 12 ჯარისკაცი დაიჭრა. ავარია ბაღდადიდან 70 კმ მოშორებით, ბალადის საჰაერო ძალების ბაზაზე მოხდა. დარუპული ჯარისკაცის ვინაობა და ავარიის მიზეზიუცნობია. პოლიციის განცხადების, შაბათს ჩრდილოეთ ერაყის ქალაქმოსულშიიმპროვიზირებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ორი ადამიანი დაჭრა და ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იმადე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციის ოფიცერი მოკლეს. ამ მოვლენებიგან დამოუკიდებლად, პოლიციის განცხადებით სამი ადამიანია დაკავებული ქვეყნიდან მოპარული ანტიკვარების უკანონოდ გამოტანის მცდელობის ბრალდებით. გენერალი აბდულ ამირ ალ-ზაიდის განცხადებით, ეჭვმიტანილების დაკავებისას ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ კირკუკში პოლიციამ 8 ანტიკვარული ნივთი ამოიღო გადამზიდველების კუთვნილებიდან. ამ ნივთებს შორის შუმერების მეფის ქანდაკებაც იყო.

შეუმერების პერიოდი ჩვენს წელთ აღრიხვიდან მე-4-ედან მე-6-ე ათასწლეულებში იყო. პოლიციის განცხადებით მოპარული ანტიკვარების ნაწილი ეჭვმიტანილებს 160 000- დოლარმდე უნდა გაეყიდათ.

ჯერ ჯერობით ცნობილი არ არის საიდან აღმოჩნდა ეს ნივთები ეჭვმიტანილების ხელში. თუმცა ერთი ის ფაქტია გასათავალისწინებელი, რომ ამერიკის მიერ ერაყზე 2003 წელს განხორციელებული სამხედრო იერიშის დროს ბაღდადში ბევრი ისტორიული ადგილი და მუზეუმი გაიძარცვა.


XS
SM
MD
LG