შეერთებულიშტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უარი თქვა ცენტრალურ ევროპაში, კერძოდ პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინაღოსისტემებისგანლაგებაზე.ბრუკინგსის ინსტიტუტში საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაჰილარი კლინტონმა დაიცვა ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების ახალი გეგმისშემუშავების შესახებ.
ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა რომ რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების ახალი კონცეფცია ირანიდანმომავალისარაკეტოსაფრთხისწინააღმდეგ არის მიზანმიმართული. სახელმწიფო მდივანის განცხადებით ახალი გეგმა ითვალისწინებს საზღვაო რაკეტსაწინაღოსისტემებისგანლაგებას და მან იქვე დასძინა რომ ეს პროქეტი გაცილებით უფრო ადრე განხორციელდება ვიდრე ეს ბუშის ადმინისტრაციის გეგმებში იყო:
"ეს გდაწყვეტილება არ იყო რუსეთთან კავშირში.გეგმა შემუშავდა ირანისა და მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ. ახალი გეგმა სწორედ ირანიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ არის შემუშავებული და ახალი ტექნოლოგიებიუზრუნველყოფსისეთი სარაკეტო სისტემის განლაგებას რომელიც საშიშროებას გააქარწყლებს."
ხუთშაბათს ადმინისტრაციის მიერ ცენტრალურევროპაში,რაკეტსაწინაღოსისტემებისგანლაგების ახალ გეგმასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ ევროპელ მოკავშირეებში აღშფოთება გამოიწვია. შეერთებული შტატების კონგრესის წევრმა რესპუბლიკელებმა კი სასტიკად გააკრიტიკეს ახალი პროექტი და ადმინისტრაციის გადაწყვეტილება პოზიციების დათმობად შეარცხეს.ქალბატონმა კლინტონმა განაცხადარომ უახლოეს მომავალში ირანი მისი ბირთვული ამბიციების გამოხელმეორედ აღმოჩნდება საერთაშორისო საზოაგდოებრიობის ზეწოლის ქვეშ.მან იქვე დასძინა რომ თეირანის მიერ გატარებული საშიანო პოლიტიკა მისი მტავრობის გულწრფელი ზრახვების შესახებ ეჭვს შეერთებული შტატების უმთავრესი პრიორიტეტი ბირთვული იარაღის ბადებს:
"ივნისიდან მოყოლებული ირანის მთავრობას პოლიტიზირებული დაპატიმრების კამპანია აქვს გაჩაღებული და იზღუდება თავისუფალი სიტყვა. ირანი საერთაშორისო საზოგადოებრიობისაგანსამართლიანობას მოითხოვს, თუმცასწორედ სამართლიანობის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენ და ჩვენი მოკავშირე პარტნიორები მზად ვართ ირანთან მოლაპარაკება განვაახლოთ. მაგრამ მხოლოდ მას შემდგე რაც განვიხილავთ ირანის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ბირთვული ამბიციების შესახებ."
სახელმწიფო მდივანმა იქვე დასძინა რომ შეერთებული შტატების უმთავრესი პრიორიტეტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხის მოგვარება. მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახსნის და სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს.