ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის ქალაქ ანშბახში თვრამეტი წლის მოსწავლის მიერ სკოლისთვის  ნატყორცნი ყუმბარის აფეთქების შედეგად ათი მოსწავლე დაიჭრა


გერმანიის ქალაქ ანშბახში თვრამეტი წლის მოსწავლის მიერ სკოლისთვის ნატყორცნი თვითნაკეთი ყუმბარის აფეთქების შედეგად ათი მოსწავლე დაიჭრა. პოლიცია აცხადებს, რომ მათ ასევე დაჭრილი თავდამსხმელი დააკავეს. მოგვიანებით იქვე მიაგნეს მოლოტოვის კოკტეილებით სავსე ზურგჩანთას. გერმანიაში გახშირდა ასეთი სახის თავდასხმები. გასულ მარტს სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით შესულმა ჩვიდმეტი წლის მოსწავლემ თხუთმეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მაისში კი ქალაქ ბონის მახლობლად მდებარე სკოლაში შენიღბულმა თავდამსხმელმა ცივი იარაღით გოგონა დაჭრა.

XS
SM
MD
LG