ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელმა  და ამერიკილმა   ჯარისკაცებმა დააკავეს სამი მეამბოხე


აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ერაყელმა და ამერიკილმა ჯარისკაცებმა დააკავეს სამიმეამბოხე, რომელთაც ბრალად ედებათ ბაღდადის სამთავრობო ანუ ე.წ. მწვანე ზონაში ნაღმმტყორცნებით განხორციელებული შეტევის ორგანიზება. შეტევა განხორციელდა დღეს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტიდან რამოდენიმე საათში, მეამბოხეებმა სამი ნაღმი გაისროლეს , მაგრამ სამთავრობო შენობების ნაცვლად ნაღმები საცხოვრებელ სახლს მოხვდა და შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

თავდასხმას თავად მწვანე ზონაში მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. სამხედროებმა რეიდი მოაწყვეს იმ ადგილებში საიდანაც განხორციელდა გასროლა და დააკავეს სამი ერაყელი. აშშ-ის მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, პასუხისმგებლობა მომხდარზე ერაყის სამხედრო ფრაქციამ აიღო. მათივე განცხადებით, გასროლილი იყო რაკეტები და არა ნაღმები, როგორც მანამდე ვარაუდობდნენ.

XS
SM
MD
LG