ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები ტელეკომპანია "იმედში"


ტელეკომპანია “იმედი” ჯერ ისევ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ,რომ “იმედში” შესრულებული ცვლილებები ჯერ ისევ ინტერესის საგანია და ამ არხის ერთგული მაყურებელი ჯერ ისევ არ კარგავს მისი დაბრუნების იმედს.როგორც მისმა დამფუძნებელმა თქვა, “იმედი” ბოლოს კვდება.მაგრამ,ცვლილებები ამ არხზე 2007 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. “იმედის ”ცნობილი სახეები ტოვებდნენ ამ არხს,აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს არხიდან წასვლის შესახებ,მაგრამ არავინ საუბრობდა მიზეზებზე – რა იყო მათი ერთი არხიდან მეორე არხზე გადაბარგების მიზეზი.დღეს “იმედს ”ახალი ხელმძღვანელობა ყავს და ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ისევ დაითხოვეს რამდენიმე ძველი ჟურნალისტი და მოიწვიეს ახალი. “იმედიდან ”რამდენიმე ათეული თანამშრომელია გათავისუფლებული.მათი გათავისუფლების საკითხი ისევ ინტერესის საგანია,ბეჭდური და ინტერნეტ მედიის წარმომადგენელები ისევ ცდილობენ გამოიკვლიონ ჟურანლისტების გათავისუფლების საბაბი,მაგრამ თავად გათავისუფლებულები,ჩვეულ სტილში ხმას არ იღებენ.

მედიაში ამგვარი შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება: იმედში "მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა.ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან ყოველგვარი განმარტებების გარეშე დაითხოვეს. მედიასივრცეში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა "დიდი ექსპერიმენტი" უწოდა.ლევან ბერძენიშვილი ამბობს,რომ ხელისუფლება ქართული მედიასივრცის სრულად დაპატრონებას უკვე კარგახანია ცდილობს.

დასკვნებს ისევ ე.წ.ექსპერტები აკეთებენ,თავად ჟურნალისტები ისევ დუმან.თუმცა,ხშირად გაიგებთ შემდეგ,სწორედ ამ ჟურნალისტებისგან უკმაყოფილებას იმის თაობაზე,რომ მათი უფლებები საზოგადოებამ,მაყურებელმა არ დაიცვა.

XS
SM
MD
LG