ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელი ფეხსაცმლის მსროლელის საპატიმროდან განთავისუფლება გადაიდო


იმ ერაყელი ჟურნალისტის ოჯახის წევრების ცნობით, რომელმაც შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა, ჟურნალისტის განთავისუფლება ერაყის საპატიმროდან სამშაბათამდე გადაიდო.

დღეს დილით მუნტაზერ ალ ზაიდის ნათესავები ციხის გარეთ შეიკრიბნენ და მის განთავისუფლებას ელოდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულის ჩადენისთვის ერაყელმა ჟურნალისტმა ციხეში ცხრა თვე გაატარა.

მისი ძმის, დარღამის თქმით, ძმასთან სატელეფონო ლაპარაკის დროს გაირკვა, რომ მისი განთავისუფლება გადაიდო სამშაბათამდე იურიდიული დოკუმენტების გაფორმების შეფერხებასთან დაკავშირებით.

ალ ზაიდიმ ბაღდადში მყოფ პრეზიდენტ ბუშს ესროლა ფეხსაცმელი გასულ დეკემბერს. ინციდენტი მოხდა იმ დროს, როცა პრეზიდენტი ბუში და ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ერთობლივ პრეს კონფერენციაში მონაწილეობდნენ. ბატონმა ბუშმა შესძლო ფეხსაცმლის აცილება.

ერაყის სასამართლომ ალ ზაიდის მიუსაჯა პატიმრობის სამი წელი, მაგრამ განაჩენი გასაჩივრების შემდეგ ერთ წლამდე შემცირდა და ის ერთი წელიც კიდევ უფრო შემცირდა პატიმრის კარგი ქცევის გამო.

XS
SM
MD
LG