ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი თანახმაა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დაწყებაზე


ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ირანის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა მოლაპარაკებების დაწყებაზე მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოსთან გლობალურ ეკონომიკურ და უშიშროების პრობლემებზე ოქტომბრის დასაწყისში.

ირანის მედიის ცნობით, ქვეყნის მთავარმა წარმომადგენელმა ბირთვულ მოლაპარაკებებზე, საიდ ჯალილიმ თანხმობა განაცხადა ხსენებული მოლაპარაკებების დაწყებაზე მომავალი თვის დასაწყისში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან ხავიერ სოლანასთან დღეს გამართული სატელეფონი ლაპარაკის დროს.

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და ხუთმა სხვა მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფომ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა - თანხმობა განაცხადეს ირანის წინადადებაზე ფართო ფორმატის მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მაგრამ ჯერ-ჯერობით დადასტურებულია არაა არც თარიღი და არც ადგილმდებარეობა.

ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის წამოჭრას მოლაპარაკებების დროს იმისდამიუხედავად, რომ თეირანი უარს ამბობს ხსენებული საკითხის განხილვაზე. დასავლეთის სახელმწიფოები ადანაშაულებენ ირანს ბირთვული იარაღის განვითარებაში, რომელიც შენიღბულია როგორც სამოქალაქო ენერგიის წარმოების პროგრამა. თეირანი გამუდმებით უარყოფს ამ ბრალდებას.

კვირას ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ირანს აქვს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიის ფლობის „უდაო“ უფლება და ამდენად თეირანი არ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში ამ უფლების შესახებ.

XS
SM
MD
LG