ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ მიტჩელი სამშვიდობო პროცესის განახლებას ცდილობს


გაეროს გენერალური ანსამბლეის შეხვედრის დაწყებამდე შეერთებული შტატების წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელი სამშვიდობო პროცესის განახლებას ცდილობს.

მიტჩელი ამჟამად ისრაელში იმყოფება და ისრაელის და პალესტინის ლიდერებთან შეხვედრებს გეგმავს. შეხვედრის მთავარი საკითხი ებრაული დასახლებების მშენებლობა და ამ მშენებლობის გაფართოებასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება.

ვაშინგტონი ისრაელის ხელისუფლებისგან აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამგვარი დასახელბების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვს. ისრაელი თავის მხრივ აცხადებს რომ ეს გარემოება მოსახლეობის მატებასთან არის დაკავშირებული.

პალესტინელები უარს აცხადებენ სამშვიდობო მოილაპარაკებების განახლებაზე სანამ არ შეწყდება ებრაული დასახლებების მშენებლობა მათ მიწებზე.


XS
SM
MD
LG