პაკისტანის სამხედროები იუწყებიან, რომ მათ დააკავეს თალიბთა ხუთი ლიდერი, სვატის ველში თალიბთა მთავარი წარმომადგენლის ჩათვლით.
პაკისტანი სამხედროების წარმომადგენელმა ათარ აბბასმა დღეს განაცხადა, რომ დაკავებულთა შორის არიან თალიბთა წარმომადგენელი სვატის ველში მუსლიმ ხანი და თალიბთა საველე მეთაური მაჰმუდ ხანი. თითოეულ ხსენებული პირის დაკავებისთვის დაწსებული იყო 120,000 დოლარის ფულადი ჯილდო.
აბასის თქმით თალიბთა დაკავება „წარმატებული ღონისძიება“ იყო.
მან არ გაამხილა ოპერაციის დეტალები, მაგრამ პაკისტანის მთავარი ინგლისურენოვანი გაზეთის ცნობით, დაკავეული პირები მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.
პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს გარემოება და დასძინა, რომ ოპერაციის შედეგად თალიბებს ორადორი გამოსავალი ჰქონდათ დარჩენილი - ან ტყვედ ჩაბარება ან სიკვდილი.
პაკისტანის მთავრობამ სამხედრო იერიში აპრილის ბოლოს დაიწყო. ამ ფართომასშტაბიანი ოპერაციის მთავარი მიზანია სვატის ველის რეგიონის მთლიანი განთავისუფლება თალიბი მეამბოხეებისგან.
პაკისტანის სამხედროები იუწყებიან, რომ სვატის ველი თითქმის მთლიანად არის გაწმენდილი თალიბებისგან, მაგრამ ცალკეული შეტაკებები მაინც გრძელდება.