ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის საარჩევნო კომისიამ ზოგ საარჩევნო უბანზე ხელახალი გადათვლის ჩატარება მოითხოვა


ავღანეთის საარჩევნო კომისიამ ზოგ საარჩევნო უბანზე ხელახალი გადათვლის ჩატარება მოითხოვა. კომისიამ, რომელსაც მხარს გაერო უჭერს, განაცხადა, რომ გადათვლას ის პუნქტები ექვემდებარება, რომლებზეც საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას, ერთი კანდიდატისთვის ხმა, უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ას და ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს აქვს მიცემული. გაეროს წარგზავნილმა ავღანეთში კაი ეიდემ საარჩევნო კომისიას ყველა საეჭვო ბიულეტენის ბათილად ჩათვლა მოსთხოვა. ჯერ-ჯერობით გაყალბების ეჭვით ორას ათასამდე საარჩევნო ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად. ბიულეტენების ნაწილობრივი გადათვლის თანახმად, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ხმების ორმოცდარვა მთელი ექვსი მეათედი პროცენტი დააგროვა, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ აბდულა აბდულამ კი ოცდათერთმეტი მთელი შვიდი მეათედი.იმ შემთხვევაში თუ ორმოცდაათ პროცენტიან ზღვარს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

XS
SM
MD
LG