ეგვიპტის ოფიციალური პირი რომელიც მუშაობს პალესტინური ფრაქციებს გაერთიანების საკითხებზე დღეს ჰამასის განდევნილ ლიდერს შეხვდა.
შეხვედრისას სადაზვერვო სამსახურის უფროსი ომარ სულეიმანი ხალედ მეშაალს ესაუბრა მოწინააღმდეგე ორგანიზაციების, ჰამასისა და ფატას მონაწილეობაზე რეგიონში ახალი სამშვიდო ინიციატივის ფარგლებში. ამ ინიციატივას აშშ უდგას სათავეში და მოლაპარაკებები თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ისრაელთან ტყვეების გაცვლაზე . განიხილა აგრეთვე ისრაელის ჯარისკაცის გილად შალითის საქმეც, რომელიც 2006 წლის შემდეგ ჰამასს ჰყავს დაკავებული.