ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შანსები


ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსის გაფართოვება , მასში ახალი წევრების მიღება უკვე რამოდენიმე წელია მიმიდინარეობს. ნატოს კარი გაიღო ვარშავის ხელშეკრულებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის. ამერიკის ხმა ამ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შანსზე პოლიტიკურ ექსპერტებს ესაუბრა.

1991 წელ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 12 ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა. ალინსში ამის შემდეგ წევრების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მანამდე არსებულ 15 წევრს დაემატა 12 ქვეყანა. კიდევ 2-მა ყოფილმა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკამ საქრთველომ და უკრაინამ სურვილი გამოთქვეს ნატოში გაწევრიანების.რასაც ბუშის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერდა მხარს. მაგრამ 2008 წლის აპრილში ბუქარესტში ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს ორივე სახელმწიფოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ ნატოს ლიდერები შეტანხმდენენ საქართველო-უკრაინის მომავალ წევრობაზე, მაგრამ ვადები არ დასახელდა.

მრავალი ანალიტიკოსი მათ შორის ალბერტას უნივერსიტეტის ექსპერტი დევიდ მარპელსი, აცხადებს რომ მაშინ მხოლოდ ორმა ქვეყანამ გაწია წინააღმდეგობა საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე.

-იყო აშკარა წინააღმდეგობა გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან, იმისთვის რომ საქარველოსა და უკრაინას დაჩქარებული წესით მიეღოთ ალიანსის წევრობა. გერმანია და საფრანგეთი უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებით.

მოსკოვი ყოველთვის დაჟინებით ოპონირებდა ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით. ლონდონში არსებული კვლევითი ცენტრის ჩათჰამ ჰაუსის ექპერტი ჯეიმს შერი აცხადებს, რომ არსებობს ორი მიზეზი რის გამოც მოსკოვი ასეთი პოზიცია აქვს. განსაკუთრებით ეს უკრაინის ნატოში გაწევრიანები მცდელობას ეხება.

- უკრაინა რუსეტისთვის არ არის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა ,იგი რუსეთის მხრიდან აღიქმება როგორც მისი საკუთარ ნაწილი. ორივე ქვეყანა დასაბამს კიევის რუსთიდან იღებს. ამიტომ მოსკოვი ნატოს შესვლას უკრაინაში რუსეთში პირდაპირ შეჭრად მიიჩნევს.მეორე საკითხი რომელიც რუსეთს აწუხებს, არის ის რომ ნატო მათ მიერ ასოცირებულია აშშ-თან და მის სიმძლავრესთან და მათი აზრით ამერიკის ეროვნულ ინტერესებში სედის რუსეთის დასუსტება.ცდ

უკრაინაში უკანასკნელი ვიზიტის დროს, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის ნატოში შესვლის უფლებაზე

-აშში მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, მათ აქვთ უფლება გააკეთონ საკუთარი არჩევანი, განსაკუთრებით კი თუ რომელ ალიანსში გაწევრიანება სურთ მათ. განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა. მსგავსი განცხადება ბაიდენმა საქართველოში ვიზიტის დროსაც გააკეთა. ვიცეპრეზიდენტის არცერთმა გამოსვლამ არ დაიმსახურა მოწონება რუსეთის მხრიდან.

აშშ-ის სახლმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიცილაური პირის, ბუშის ადმინისტრაციის დღოს ევროპისა და ევრაზიის საკითხების მრჩეველის დეივიდ კრეიმერის განცახადებით, ორივე ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები სანამ ნატოს წევრები გახდებიან.

-ნატოში გაწევრიანება ნიშნავს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, ალიანსში შესვლის მსურველებს არ შუუძლიათ უბრლოდ განცხადების დაწერა და მეორე დღეს წევრად გახდომა.მათ უნდა გაატარონ პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების რეფორმები , ეს ძალზედ გრძელი პროცესია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა სფეროებში შეიმჩნევა პროგრესი. მაგრამ არის ისეთი რეფორმების, რომელთაც დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ საქართველოსა დაუკრაინისათვის ალინსის წევრობა ახლო მომავალში არაა მოსალოდნელი

როგორც ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანალიტიკოსი რონალდ სუნი აცხადებს ჩრდილოატლანტიკურ ალინსში უკრაინა საქარტველოს გაწევრიანებას ევროპა ეჭვისთვალით უყურებს, ამერიკა სიტყვიერად კვლავ უჭერს მათ მხარს, ამიტომ განსაკუთრებით რთული იქნება მათი ნატოში შეყვანა. ეს არის ქვეყნები რომლების არ არიან პოლიტიკურად სტაბილურები. მაგალითად საქართველოს სჭირდება სერიოზული სამხედრო რეფორმა სანამ ნატოს სტანდარტებამდე მიაღწევს. უკრაინაში კი მოსახლეობა სრულად არ უჭერს ამ ინიციატივს მხარს. ამასთან საქართველო არ არის ერთიანი, მისი ტერიტორიების ნაწილი რუსებს აქვთ ოკუპირებული. ექსპერტების განცხადებით დებატებმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით შეყვანაზე მიმართულება შეიცვალა და ახლა საუბრობენ მათთვის არა სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე არამედ საბოლოო ჯამში , დროთა განმავლობაში ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ისიც დასძინა, რომ ეს შეიძლება ძალზედ დიდი დროით გადაიდოს.



XS
SM
MD
LG