ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოპ მუსიკის მეფე მაიკალ ჯექსონი ლოს ანჯელესის ცნობილ სასაფლაოზე დაასაფლავეს


პოპ მუსიკის მეფე მაიკალ ჯექსონი ლოს ანჯელესის ცნობილ სასაფლაოზე დაასაფლავეს. დასაფლავებას 200 ზე მეტი ადამინი ესწრებოდა . ძირითადად მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. მეგობრებს შორის იყო ელიზაბეტ ტეილორი და მაკალეი კალკინი. ახლობლები ფორესტ ლოუნის მემორიალურ პარკში უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ მომღერალს.ჯექსონის ოჯახი, მისი სამი შვილი და დედ-მამა ერთი საათის დაგვინებით 30 მანქანისგან შემდგარი ესკორტით მოვიდა. ვიწრო წრეში ჩატარებულ ცერემონიაზე ცნობილმა მომღერალმა გლედის ნაითმა გამოსამშვიდობებელი სიმღერა იმღერა. შემდეგ ჯექსონის მოოქროვილი კუბოგადაიტანეს სასაფლაოს კერძო სექტორში - დიდ მოვზალეუმში ისეთ გამოჩენილ ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით როგორებიცაა, კლარკ გეიბელი და კაროლ ლამბარდი.

XS
SM
MD
LG