ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიება ხელახლად იწყება


ხუთშაბათს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გასცა ბრძანება რუსი ჟურნალისტისა და კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების ხელახლად ჩატარების შესახებ. ბრძანების თანახმად ბრლამდებლები ახალი სამხილის ძებნას დაიწყებენ სამი პირის წინააღმდეგ, რომლებსაც მკვლელობაში მონაწილეობის ბრალი ედებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამი პირი მიმდინარე წლის დასაწყისში გაასამართლეს და გაამართლეს, მაგრამ ივნისში მსაჯულმა სასამართლოს საქმის გადასინჯვის ბრძანება გასცა. ბრალმდებლები აგრეთვე განაგრძობენ მკვლელობის ორგანიზატორის ძებნას, რომელიც დღემდე არაა დაკავებული. ხსენებული გადაწყვეტილება აბათილებს აგვისტოში გაცემულ სხვა ბრძანებას, რომლის თანახმადაც საქმის გადასინჯვა უნდა მომხდარიყო შემდგომი გამოძიების გარეშე და მკვლელობის ორგანიზატორის წინააღმდეგ აღძრული საქმისგან განცალკევებულად. ამ ადრინდელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პოლიტკოვსკაიას ოჯახის წევრებმა სასამრთლო პროცესს ‘ფარსი’ უწოდეს და განაცხადეს, რომ სასამართლო საქმის გადასინჯვა საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად გადამდგარი ნაბიჯი იყო, მაშინ, როცა კითხვა “ვინ გასცა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ბრძანება” დღემდე უპასუხოდ რჩება.


XS
SM
MD
LG