ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ამერიკის ბირთვული არსენალები შემცირდება


რუსეთის მედია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. მედიის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცივი ომის პერიოდიდან შემონახული ბირთვული არსენალების შემცირებისადმი მიძღვნილი ხელშეკრულება მალე იქნება მზად. ამ ხელშეკრულებამ 1991 წლის შეთანხმება უნდა შეცვალოს, რომელის მოქმედების ვადაც მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. გასულ ივლის ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად ორივე ქვეყნის ბირთვულ არსენალებში ორი ათას ორასი ბირთვული ქობინია განთავსებული, რომელთა რაოდენობაც ათას ხუთას ან ათას ექვსას ორმოცდაათამდე უნდა შემცირდეს.

XS
SM
MD
LG