ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ფიქრობენ უკრაინელები და უცხოელი ექსპერტები არჩევნების მოლოდინში?


ნარინჯისფერი რევოლუციის წარმატების შემდეგ უკრაინის პრო დასავლურმა პრეზიდენტმა ათობით ათასი მხარდამჭერი შეიძინა. უკრაინელებს ბედნიერების, წარმატების კეთილდღეობის უდიდესი იმედი გაუჩნდათ.

რევოლუციის შემდეგ, უკრაინა ეუფორიამ მოიცვა.ყველას ეგონა, რომ რევოლუცია წარმატებას უმალ მოიტანდა შედეგად.

დღეს, უცხოეთში მოღვაწე ექსპერტები არ მალავენ თავიანთ იმედგაცრუებას რევოლუციის შედეგებით. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ ნარინჯისფერმა რევოლუციამ მართლაც დრამატული გავლენა იქონია უკრაინის პოლიტიკასა და საზოგადოებაზე.

ოქსანა ანტონენკო, რომელიც ლონდონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტია ამბობს:

ხმა ანტონენკო: ”დღეს უკრაინა პლურალისტული საზოგადოებაა, სადაც პოლიტიკური ელიტის ფარგლებში სხვადასხვა აზრი გამოიხატება და ელექტორატისთვის დიდი არჩევანია. არამცდა არამც არ უნდა მოხდეს ამ მიღწევის გაბათილება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გარდა, ასეთი პლურალიზმი არსად არ არსებობს, რა თქმა უნდა არც საქართველოში,არც რუსეთში. სწორედ ამ კონტექსტში უკრაინა დღემდე გამონაკლისს წარმოადგენს.”

მიუხედავად ამ განცხადებისა, ანტონენკო და კიდევ ერთი ცნობილი ექსპერტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი ამბობენ, რომ პლურალისტული საზოგადოების მიერ მოტანილი წარმატებების პარალელურად, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინის პოლიტიკური სისტემა გაუთავებელმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ და ქიშპობამ მოიცვა.

ხმა ლეგვოლდი: “ამ მდგომარეობამ არამარტო ჩიხამდე მიიყვანა უკრაინა, ანუ აბსოლუტურად უუნარო სიტუაცია გამოიწვია და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის გადაწყვეტილებების მიღების პროცესი შეჩერდა, არამედ ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირება და კონკურეცია წარმოშვა უკრაინელ ლიდერებს შორის, რამაც საზოგადოება სრულად მოწყვიტა მათ.ეს კი მთავრობას ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებს, მაშინაც კი როცა ისინი ცდილობენ ერთხმად იმოქმედონ და მოსახლეობა დარაზმონ ამა თუ იმ საკითხის მიღმა.”

ამ ფონზე, უცხოელი ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ პოლიტიკურ მდგომარეობას მწვავე ეკონომიკური სიტუაციას ამძაფრებს.

ლეგვოლდი აცხადებს, რომ იუშჩენკოს ადმინისტრაციის ერთერთ დიდ წარუმატებლობად სწორედ მწვავე ეკონომიკურ პრობლემებთან უუნარო პოლიტიკის გატარება ითვლება:

კანადის ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მარპლსი უკრაინის პრობლემებს შემდეგნაირად ახასიათებს.

ხმა მარპლსი: “მიუხედავად პრეზიდენტ იუშჩენკოს ძალიან ცუდი საზოგადოებრივი იმიჯისა, იგი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოგვევლინა კანდიდატთა შორის.იუშჩენკოსსაჯარო რეიტინგი ახლა ყველაზე დაბალია ევროპელ ლიდერებს შორისდა მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს.

თითქოს იუშჩენკოს არ აინტერესებს ის პრობლემები, რომლებიც მისი შექმნილია, ან მათი მოგვარება. ცოტა ხნის წინ მისი მოხსენება წავიკითხე სადაც იგი თავის მოღვაწობას აფასებდა და შედეგად, იგი ამართლებდა გადაწყვეტილებას -ხელახლა იყაროს კენჭი არჩევნებში. იუშჩენკო ამბობს იმასაც, რომ მას კარგი რეიტინგი აქვს, და იგი ამაყობს ასეთი მხარდაჭერით. მე კი ვსვამ კითხვას-რატომაა ასე ამაყი ვიქტორ იუშჩენკო.ჩემი აზრით, მან ფაქტობრივად ჩააგდო ყველა დარგი და რაც ყველაზე მთავარია, უკრაინელები მას წარუმატებელ კანდიდატად მოიაზრებენ.“

არავინ ვარაუდობს, რომ უკრაინაში შექმნილ პრობლემებს მალე ეშველება, ან რომ პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება დასრულდება იანვრის არჩევნებამდე.ზოგიერთი ექსპერტი ეჭვობს იმასაც, რომ საარჩევნო პროცესი ნამდვილ ცვლილებებს მოიტანს უკრაინის პოლიტიკურ სისტემაში, რომლის საშუალებით უკრაინის გრძელვადიანი პრობლემები მოგვარდება.

XS
SM
MD
LG