ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში გრძელდება თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლა


პაკისტანის უშიშროების სამსახურის განცხადების თანახმად ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ვაზირისტანის რეგიონში 6 მეამბოხე დაიღუპა.

ერთი დღით ადრე პაკისტანის სამხედრო შვეულმფრენმა ამავე რაიონში ავღანეთის საზღვრის მახლობლად თალიბთა პოზიციებზე მიიტანა იერიში.

ამ რეგიონის მთავრი ქალაქის ვანას მახლობლად მიმდინარე ბრძოლების შედეგად პაკისტანის არმიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

სამშაბათს პაკისტანელმა თალიბებმა ბაითულა მესუდის სიკვდილი დაადასტურეს, რომელიც ამერიკელთა დაბომბვის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან კვირას გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG