ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ერაყელი შიითების ლიდერი ალ ჰაკიმი


გარდაიცვალა ერაყელი შიითების ლიდერი ალ ჰაკიმი. ერაყის შიითების ლიდერ აბდულ აზიზ ალ ჰაკიმთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან რომ ხსენებული სასულიერო პირი გარდაიცვალა.

ჰაკიმს ფილტვების კიბო ჰქონდა და იგი ირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჰაკიმთან დაახლოებული პირების ცნობით სასულიერო პირის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო დაავადების გამო.

ოჯახის წევრმა და ჰაკიმის თანაშემწემ, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ოთხშაბათს აცნობა მედიას, რომ სასულიერო პირის ჯანმრთელობა ამ ბოლო დროს გაუარესდა.

ჰაკიმი ცნობილი იყო ერაყში მისი ირანთან კავშირების გამო და იგი მართავდა ერაყის უზენაესს ისლამურ საბჭოს, რომელიც ერაყელი შიითების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფია.

ივნისში ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ ტალაბანიმ მოინახულა ჰაკიმი თეირანში, სადაც ავადმყოფობით დასუსტებული სასულიერო პირი მკურნალობდა.


XS
SM
MD
LG