ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მიერ გამოწვეულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა სასამართლო დაიწყო


ირანის მედია აცხადებს, რომ უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების მიერ გამოწვეული გამოსვლების გამო დაკავებული მოპროტესტეების კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დაიწყო. ეს უკვე მეოთხე საჩვენებელი პროცესია, რომელიც რევოლუციურმა ტრიბუნალმა უნდა განიხილოს. ბრალდებულთა შორის რამდენიმე ცნობილი რეფორმატორიცაა. ესენი არიან ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მოსტაფა ტაჯზადე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მოჰსენ ამინზადე და მთავრობის ყოფილი სპიკერი აბდოლა რამეზანზადე. მიმდინარე თვის დასაწყისში, დემონსტრაციებთან დაკავშირებით ირანში უკვე ოცდარვა კაცი გაასამართლეს, ხოლო მთლიანად არჩევნების შემდეგ კი ას ოცდაათი.

XS
SM
MD
LG