რუსეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კამიკაძე ტერორისტის მიერ ჩეჩნეთის ქალაქ მესხერ იურტში განხორციელებულ აფეთქებას სამი მილიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსგავსი ტერაქტის შედეგად გასულ პარასკევს გროზნიში ოთხი მილიციელი დაიღუპა. გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩეჩნეთს მოულოდნელად ესტუმრა. აქ იგი რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს შეხვდა.