ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში


ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ამერიკის შეერთებული შტატების ოთხი ჯარისკაცი. ინცინდენტი ავღანეთის სამხრეთით მოხდა. 2009 წელს ყველაზე დიდი სიკვდილიანობა დაფიქსირდა ავღანეთში მას შემდეგ რაც რვა წლის წინ კოალიციური ძალები შევიდნენ ქვეყანაში.

წელს ამ დროისათვის დაღუპულთა რიცხვი 295-ს მიუახლოვდა. გასულ წელს გარდაიცვალა 294 ჯარისკაცი.

შეგახსენებთ , რომ ათასობით აშშ-ის , ბრიტანეთისა და ავაღანეთის სამხედროები 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თალიბების წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაერთნენ. საარჩევნო კომისიის განცხადებით დღეს სავარაუდოდ გამოქვეყნდებაარჩევნების წინასწარი შედეგები. საბოლოო შედეგები კი კიდევ ათი დღე არ იქნება ცნობილი.

არჩევნების ოფიცილაური შედეგების გამოქვეყნებამდე ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის გამარჯვების შესახებ განაცხადა.

XS
SM
MD
LG