ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზარდ შეშფოთებას აქვს ადგილი ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ


სულ უფრო მზარდ შეშფოთებას აქვს ადგილი ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ. სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმას, რომ საბოლოო შედეგების საფუძველზე შეიძლება გამოაცხადონ, რომ აწმყო პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ხმათა უმრავლესობით მოიპოვა გამარჯვება. საკამაოდ მკვეთრი პოზიცია გამოავლინა მისმა ოპონენტმა, ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ, რომელიც ამტკიცებს, რომ კარზაის ადმინისტრაცია ხმების გაყალბებას მიმართავს და რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება მოვლენების ამგვარ განვითარებას.

-„ საარჩევნო კომისიის პრეზიდენტი კარზაის კაცია. ის მის განკარგულებებს ემორჩლება მთელი სარჩევნო კომისია. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვენდობით საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს.“

საერთაშორისო საზოგადოებრიობა, რომელმაც მილიარდობით დოლარი გამოყო ავღანეთისათვის და ათი ათასობით სმხედრო მოსამსახურე გადაისროლა იქ ოფიციალურად აცხადებს, რომ მხარს უჭერს საარჩევნო კომისიის მუშაობას. მსგავს განცხადებებს აკეთებს ავღანეთში და პაკისტანში აშშ-ის პრეზიდენტის ობამას საგანგებო წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი.

-„საბოლოო ანგარიშში თავისუფალ არჩევნებში ყველაფერს წყვეტს მიცემული ხმების რაოდენობის ოფიციალური დათვლა. ასე რომ აშშ-ის და ნატოში ჩვენი ყველა მოკავშირის და აგრეთვე სხვა ქვეყნების აზრის თანხვედრას აქვს ადგილი ამ საკითხში. კერძოდ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გარაწყვეტილება.“

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ვაშინგტონის და განსაკუთრებით პენტაგონის მთავარ საზრუნავს სინამდვილეში წარმოადგენს არა იმდენად არჩევნები, არამედ ის რომ ავღანეთის ტერიტორიაზე თავი ისევ არ წამოჰყოს თალიბთა მოძრაობამ.

ერთ-ერთი ამერიკული საკაბელო ტელევიზიის პირდაპირი ტრანსლიაციის დროს შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურთა თავმჯდომარეს ადმირალ მაიკ მალენს ჟურნალისტებმა კთხვა დაუსვეს იმის თაობაზე წარმატებით ართმევენ თუ არა თავს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მათ მთავარ ამოცანას ავღანეთში ალყაიდასა და მისი ექსტრემისტი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლას. აი რა განაცხადა ამის თაობაზე ადმირალმა მაიკ მალებნმა:

-„ამ დაჯგუფებებში მოიაზრება თალიბთა მოძრაობაც, რომელიც ბოლო ორი სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მომაგრდა და აქედან გამომდინარე მასთან ბრძოლა გართულდა. თალიბთა მოძრაობა და ალყაიდა ერთმანეთთან დაკავშირებულია. თალიბები პაკისტანის ტერიტორიაზე თავშესაფარს ანიჭებენ ალყაიდას წევრებს. ადგილი აქვს ავღანეთის თერიტორიაზე პაკისტანიდა ბოევიკების გადასროლას. რა საკვირველია ალყაიდას წევრები ოცნებობენ იმაზე, რომ ქაბულკი ისევ ექსტრემისტების ხელში ჩავარდეს.“

სწორედ იმისათვის, რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი ადმირალი მაიკ მალენი ალბათ ოფიციალურად სთხოვს პრეზიდენტ ობამას ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თაობაზე. ეს კი პოლიტიკურად შესაძლოა ფეთქებადსაშიშ საკიჱხად იქცეს ობამას ადმინისტრაციისათვის, რომელმაც ბუშის ადმინისტრაციისაგან მემკვდრფეობით მიიღო ერაყში აი უკვე რვა წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, რომელიც სულ უფრო კარგავს ამერიკელთა მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG