ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა



ნატოს განცხადებით კვირას გვიან ავღანეთის სამხრეთ რეგიონში დაიღუპა ორი ჯარისკაცი. იმავე დღეს შეერთებული შტატების სამხედრო მაღალჩინოსანმა გამოაცხადა, რომ ავღანეთში არსებული ვითარება “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და უარესდება.”

ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შტატების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარემ ადმირალმა მაიკ მულენმა აღიარა რომ თალიბმა მეამბოხეებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ტაქტიკური ბრძოლის მეთოდები.

მულენმა აგრეთვე შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა ავღანეთში მიმდინარე ომის მიმართ კლებულობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ივლისში საერთაშორისო ძალებმა განიცადეს პირადი შემადგენლობის ყველაზე დიდი დანაკარგი, როცა დაიღუპა 76 ჯარისკაცი, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია იმ დროიდან მოყოლებული როცა ავღანეთში ომი დაიწყო 2001 წლის ბოლოს. ორშაბათს, ბალტიის პირეთის სახელმწიფომ ესტონეთმა გამოაცხადა, რომ კვირას ჰელმანდის პროვინციაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ესტონელი ჯარისკაცი, რომლებიც ნატოს ძალებში მსახურობდა.

გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებული მასალების თანახმად ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდლობას მიაჩნია, რომ მისიის შესასრულებლად მათ არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის ჯარი.

XS
SM
MD
LG