ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ოთხ დღეში გამოცხადდება


ავღანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით ჯერ კიდევ ნაადრევია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის დასახელება. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორმა წამყვანმა კანდიდატმა საკუთარი გამარჯვების შესახებ განცხადება გააკეთა.

მომქმედი პრეზიდენტის გუნდის განცხადებით, კარზაი საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებს დანარჩენ კანდიდატებს, ამიტომაც არჩევნების მეორე ტურის ჩატარება არ იქნება საჭირო. მისი მთავარი კონკურენტის,ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა აბდულას გუნდი კი აცხადებს რომ მათ კანდიდატს უდავო უპირატესობა აქვს.

მაგრამ დამოუკიდებელი სააარჩევნიო კომისიის თავმჯდომარე დაუდ ალი ნაჯაფი აცხადებს , რომ ჯერ არ არის დათვლილი ყველა ხმები და წინასწარი შედეგები მხოლოდ 4 დღეში გამოცხადდება.

მან აგრეთვე საარჩევნო აქტივობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით საარჩეევნო უბნებთან მოსახლეობის 40-დან 50 % მდე გამოცხადდა, მიუხედავად თალიბთა მხრიდან მუქარისა . ქაბულში, ყანდაარსა და სხვა დიდ ქალაქებში მომხდარი ძალადობის შედეგად 26 ადამინი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG