18 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა. გადადგომის მიზეზად მან აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები დაასახელა. აღნიშნული ცვლილებების თანახმად გალის რ-ის მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკური ქართველები, ხდებიან აფხაზეთის მოქალაქეები. -რა გააპროტესტა თავის გადადგომით სტანისლავ ლაკობამ? - ამ კითხვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ თამაზ ხუბუას მივმართე, რომელიც ამბობს : - უპირველეს ყოვლისა მინდა ს.ლაკობას პიროვნებას შევეხო. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სეპარატისტების იდეოლოგს , პირწავარდნილ ნაციონალისტს და ქართველოფობს მაგრამ უნდა ითქვას, რომ იგი გამორჩეული ნიჭის პატრონი, ჭეშმარიტი მეცნიერია , გამოირჩევა აკადემიურობით. საღად მოაზროვნე ადამიანია. დიახ, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, რომ სეპარატისტთა იდეოლოგიის მამად არის შერაცხული, მაგრამ ძალიან ბევრ საკიტხებს, რომელიც ეხება აფხაზეთს, საკმაოდ საღად ეკიდება. იგივე არძინბასთან ჰქონდა მას სერიოზული დაპირისპირება.. უნდა ვთქვათ, კი არის ს.ლაკობა მტერი, მაგრამარის მტერი, რომელსაც გააჩნია თავისი დამოკიდებულება ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხისადმი, რომელიც ჩვენთვისაც საინტერესოა..
პოპულარული
1