ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთში განხორციელებული აფეთქების შედეგად ცხრამეტი ადამიანი დაიღუპა


ინგუშეთის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს რესპუბლიკის დედაქალაქ ნაზრანის პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულია ცხრამეტი, ხოლო დაჭრილია სამოცდაათამდე ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი. ამ ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებლით დატვირთულმა საბარგო ავტომობილმა პოლიციის განყოფილების ეზოს ჭიშკარი შეანგრია და აფეთქდა მაშინ, როდესაც მას პოლიციელები მიუახლოვდნენ. წინასწარი შეფასებით ავტომობილში ოც კილოგრამზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩადებული. აფეთქებამ მრავალი სახლი და ავტომობილი დააზიანა.

XS
SM
MD
LG