ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოკერბის დაბობვის ორგანიზატორს თავის საჩივარი უკან მიაქვს


ლოკერბის დაბომბვისათვის დადანაშაულებული ლიბიელი კაცის ადვოკატები ამბობენ, რომ იგი აპირებს თავისი საჩივრის უკან წაღებას. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ მისი განთავისუფლება იგეგმება შეწყალების საფუძველზე.

პარასკევს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აბდელბასეტ ალი ალ-მეგრაჰმა სარჩელი ორი დღის წინ შეიტანა. შოტლანდიის უმაღლესი სასამართლო აპირებს მისი თხოვნის სამშაბათს განხილვას.

მეგრაჰი, რომელიც ავად არის პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნით, საჭიროებს თავისი თხოვნის გაუქმებას, რათა მისი რეპატრიაციის საკითხის განხილვა მოხდეს ბრიტანეთსა და ლიბიას შორის პატიმრების ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. მაგრამ შოტლანდიელი ოფიციალური პირების განცხადებით ისინი მეგრაჰის ადრეულ განთავისუფლებას გეგმავენ მისი ავადმყოფობის საფუძველზე.

იგი იხდის სამუდამო სასჯელს ლოკერბიში (შოტლანდია) პან ამის რეისის №103- ზე განხორციელებულ დაბომბვაში შესრულებული როლის გამო. ეს დაბომბვა განხორციელდა 1988 წლის 21 დეკემბერს, და იმსხვეპლა 270 ადამიანის სიცოცხლე.

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი (პ.ჯ. ქროული) ამბობს, რომ აშშ-ს სჯერა, რომ მეგრაჰიმ დარჩენილი სიცოცხლე ციხეში უნდა გაატაროს.

XS
SM
MD
LG