ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩი” წლის დასაწyისში ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშისას, ისრაელსბრალს სდებს 11ი შეუიარაღებელი პალესტინელი მოქალაქის სიკვდილში .
დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ორი მამაკაცი, ხუთი ქალი და ოთხი ბავშვი მოკლეს. მსხვერპლთა უმრავლესობა ისრაელელ ჯარისკაცებს თეთრ დროშებს უქნევდა, რათა მათთვის სიგნალი მიეცათ ცეცხლის არ გახსნაზე.
“ჰუმან რაითს ვოჩმა” ჩადენილ სისასტიკეს ომის დანაშაული უწოდადა მოსთხოვა ისრაელს გამოიძიოს პალესტინელების სიკვდილის ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის ამ ანგარიშში, ისე როგორც მის ადრეულ განცხადებებში, ისრაელს ბრალდება ომის დანაშაულის ჩადენა და საერთაშორისო ნორმების დარღვევა ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციის დროს.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით კი ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები, განცხადებების გაკეთებამდე, კარგად არ ამოწმებენ წყაროების ავთენტურობას და ნაცვლად ამისასამხედროებს ცილს სწამებენ დანაშაულის ჩადენაში.