ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დენიელ ფრიდი თბილისში


დანიელ ფრიდი, რომელიც ამჟამად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელია გუანტანამოს ციხის საკითხებში, თბილისს სტუმრობს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს.

თავის ძველ თანამდებობაზე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რანგში, ფრიდი ბუშის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შარშანდელი აგვისტოს კრიზისზე რეაგირების საქმეში.

ფრიდის თბილისში ვიზიტის და მისი მისიის დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება.

ამერიკელი დიპლომატი შეხვდა საქართველოს სახელწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.

ჟურნალისტებთან გაკეთებულ მცირე კომენტარში, ფრიდმა განაცხადა, რომ ის თბილისში თავის ”მეგობრებთან” შესახვედრად ჩამოვიდა.

ხვალ 7 აგვისტოა, ერთი წლის თავი რუსული აგრესიიდან. დღევანდელ დღეს ყველა ამ თარიღის არსანიშნავად ემზადება.

მოძრაობა “7 აგვისტოს” წევრებმა გორის ციხიდან დღეს მიმართვა გააკეთეს. მოძრაობის წევრებმა საზოგადოებას მოუწოდეს, 7 აგვისტოს, 15:00 საათზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს.

განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ,- ასეთია მოძრაობის წევრთა მოწოდება.

მოძრაობის წევრები ასევე, რუსეთისგან საქართველოს დეოკუპაციისა და 7 აგვისტოს საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადებას ითხოვენ.

თბილისიდან გორის მიმართულებით მანქანების კოლონა ათ საათზე აღმაშენებლის ხეივნიდან გავიდა. დღესვე, 24 საათზე მოძრაობის წევრი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს ერთიანობის ნიშნად, კოცონს დაანთებენ.

ბერლინის კედლის სიმბოლო, 150-მეტრიანი კედელი გორის ცენტრში უკვე აღიმართა. შემოქმედებითი გაერთიანება “გახსენი” იპოდრომის შემდეგ ფოტოგამოფენას გორში ომის წლისთავზე გამართავს.

კედელზე ომის თემატიკაზე 30 ფოტოხელოვანის ნამუშევარი გამოიფინება. შემოქმედებითი გაერთიანების “გახსენი” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სტალინის ძეგლის ნაცვლად, გოში დაღუპულ გმირთა მემორიალი აღიმართოს.

მისი თქმით, მემორიალი სწორედ იქ უნდა იდგეს, სადაც პირველმა კასეტურმა ბომბმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. “გახსენის” ინიციატორები ამბობენ, რომ როდესაც 21-ე საუკუნეში რუსული აგრესია ისევ გრძელდება, ბერლინის კედელი აქტუალობას არ კარგავს.

XS
SM
MD
LG