ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანთში  გზისპირა ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა  21  მშვიდობიანი მოსახლე


ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ , რომ გზისპირა ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოსახლე. დაღუპულები ავღენეთის სამხრეთით ქორწილში მიემგზავრებოდნენ. ინცინდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა გუშინ. ქორწილის სტუმრები ტრაქტორში გამობმულ ოთხთვალაში ისხდნენ როდესაც ბომბი აფეთქდა, გარდაცვლილთა შორის იყო ერთი ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი. დაიჭრა ხუთი.

კიდევ ერთი გზისპირა ბომბი ჰელმანდის პროვინციის სხვა ნაწილში აფეთქდა. შედეგად გარდაიცვალა 5 ავღანელი პოლიციელი.

ძალადობების გახშირებას ჰელმანდის პროვინციაში 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ. აშშ-ისა და ნატოს ძალები ცდილობენ მდგომარეობის ნორმალიზებას მოახლოებული არჩევნებისთვის.

ნატოს ძალების წარმოამდგენლების განცხადებით, ოთხშაბათს ავღანეთის დასავლეთით გზისპირა ბომბის აფეთქებას ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


XS
SM
MD
LG