ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონი აფრიკის სახელმწიფოებში გაემგზავრა



აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინტონი დღეს აფრიკაში მიემგზავრება.

მისი ვიზიტის მიზანი აფრიკის კონტინენტის შვიდ სახელმწიფოში მოგზაურობისას იქნება იმის დამტკიცება, რომ ობამას ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის სფეროში პრიორიტეტად ისახავს აფრიკის პრობლემებს.

ქალბატონი ქლინტონი პირველად კენიაში ჩავა სადაც იგი ტროპიკული აფრიკის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში მიიღწებს მონაწილეობას.

ფორუმი მიზნად ისახავს ამერიკასა და აფრიკულ ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობას.

კენიაში ვიზიტისას, იგი ასევე შეხვდება სომალის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტს შეიხ შარიფ ამედს.

აშშ სახელმწიფო მდივანი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ანგოლას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ნიგერიას, ლიბერიასა და მწვანე კონცხის რესპუბლიკასაც ეწვევა.

XS
SM
MD
LG