ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მანილაში უკანასკნელ გზაზე გააცილეს კორასონ აკინო



დღეს მანილაში, ათასობით ფილიპინელმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ყოფილი პრეზიდენტი კორასონ აკინო.

აკინოს ცხედარს მანილას ხალხის ძალაუფლების სახელით ცნობილი ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მიასვენებდნენ.

სწორედ ეს არის აკინოს ხელმძღვანელობით დაარსებულ მოძრაობასთან დაკავშირებული ადგილი, მოძრაობისა, რომელმაც მარკოს დიქტატურა დაამხო.

ქუჩაში შეკრებილი ხალხი 80იან წლებში დემოკრატიული მოძრაობის დროს პოპულარული ჰანგებს მღეროდა.

კორასონ აკინოს ქალიშვილმა კრის აკინომ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG