ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის შიიტურ მეჩეთებში აფეთქებები მოხდა


ერაყის პოლიციის განცხადების თანახმად ბაღდადის შიიტურ მეჩეთებში ბომბების აფეთქების შედეგად სულ ცოტა 27 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციის თანახმად 5 ერთმანეთთან კორდინირებული აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც შიიტები პარასკევის ლოცვიდან ბრუნდებოდნენ.

ერთ-ერთი ძლიერი აფეთქება ბაღდადის ჩრდილეოთში მდებარე შააბის რაიონში მოხდა, აქ მეჩეთის მახლობლად 21 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა როგორც ცნობილია შიიტებზე თავდასხმებს სუნიტი ექსტრემისტები და ალ-ყაიდა ანხორციელებენ.

ერაყში გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა თავდასხმების რაოდენობა, თუმცა ტერაქტების რიცხვი ისევ გაიზარდა ერაყის ქალაქებიდან ამერიკის ჯარების გაყვანის წინა პერიოდში. ხუთშაბათს ბაქუბაში სუნიტების პოლიტიკური პარტიის ოფისში მოხდა აფეთქება, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG