ახლახანს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევს ეწვია, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის მხრადაჭერის შესახებ გააკეთა განცხადება. ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის დემოკრატიულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება ჩვულებრივი ამბავია და დაცულია სიტყვისა და პრესის თავისუფლება.
ბატონი ბაიდენის განცხადებით რუსეთთან ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესება არ მოხდება რომელიმე მესამე ქვეყნის ხარჯზე. მისი თქმით:“ მე მკაფიოდ უნდა ავღნიშნო რომ რუსეთთან ურთიერთობის გადასინჯვასთან ერთად ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას და არ ვაღიარებთ გავლენის სფეროებს, რადგან არცერთ ქვეყანას არა აქვს უფლება ვეტო დაადოს დამოუკიდებელი სახელმწიფოების სწრაფვას ამა თუ იმ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ.“
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით 2004 წლის ნარინჯისფერმა რევოლუციამ დიდი იმედები გააჩინა, რომლის რეალიზაცია ჯერ კიდევ წინ არის. უკრაინის პოლიტიკურმა ლიდერებმა დროებით უნდა დაივიწყონ უთანხმოებანი და ერთად იმუშაონ ქმედითუნარინაი მთავრობის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას შეუწყობს ხელს.
ბატონი ბაიდენის განცხადებით დემოკრატიულ მმართველობაში კომპრომისი სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტის. უკრაინაში გამართული შეხვედრების დროს ყოველთვის ვამახვილებდი ყურადღებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე, ასევე საგადასახადო კოდექსის დახვეწის აუცილებლობაზე, რამაც უცხოელი ინვესტორები უნდა მოიზიდოს ქვეყანაში. განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.
ამერიკა შემწეობას აღმოუჩენს უკრაინას თავისი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით ვაშინგტონი დაეხმარება უკრაინას საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებაში.