ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის ფორუმზე, მრავალმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდის, მისი ბირთვული შეიარაღების პროგრამის განვითარების გამო


სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის ამასწინანდელ რეგიონალურ ფორუმზე, მრავალმა მონაწილე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ ბოლო დროს რაკეტების გამოცდის, მისი ბირთვული შეიარაღების პროგრამის განვითარებისა და გავრცელების გამო.

საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი არაორაზროვანი და თითქმის ერთხმა იყო, რასაც საერთო პრინციპებზე დაფუძნებული ახალი კონსენსუსი მოჰყვა, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდემ კლინტონმა. “შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა თუ პარტნიორებისთვის მიუღებელია ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ბირთვული იარაღი, ისროლოს ბალისტიკური რაკეტები ან კიდევ გაავრცელოს ბირთვული მასალა.” დასძინა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1874-ტე რეზოლუცია წარმოადგენს მძლავრ ბერკეტს ჩრდილოეთ კორეის მიუღებელი საქმიანობის აღკვეთის, აგრეთვე იმისთვისაც, რომ არ დაუშვას რეჟიმის ბირთვული, ბალისტიკური რაკეტებისა და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის წარმოების პროგრამებთან დაკავშირებული ცალკეული პიროვნებებისა და საწარმოთა მიერ ბირთვული მასალის გავრცელება. “თუ ჩრდილოეთ კორეას განზრახული აქვს ჩაებას საერთაშორისო ვაჭრობაში, მაშინ მისმა ხომალდებმა უნდა შეასრულონ 1874-ტე რეზოლუციის პირობები. მოვითხოვთ რა ამ და სხვა ადრე მიღებული სანქციების შესრულებას, ჩვენ სულაც არ გვსურს სირთულე ან დესტაბილიზაცია გამოვიწვიოთ ჩრდილოეთ კორეაში. ჩვენ არაფერი გვაქვს სადავო ჩრდილოეთ კორეელ ხალხთან. არსებითად, სწორედ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვენლობამ უარყო ჰუმანიტარული დახმარება შეერთებული შტატებიდან და გვაიძულა შეგვეჩერებინა ჩვენი სასურსათო დახმარების პროგრამა.” განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

შეერთებული შტატები მზადაა მოლაპარაკებისთვის ჩრდილოეთ კორეასთან, “მაგრამ ჩვენ არ გვაწყობს ნახევრად გადადგმული ნაბიჯები,” აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. “ჩვენ არ ვაპირებთ მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთს უბრალოდ იმის გამო, რომ იგი მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდება. ჩვენ მათ ახალს არაფერს მივაწვდით იმ ქმედებებისთვის, რისი შესრულებაც მათ უკვე ივალდებულეს.” დასძინა ჰილარი კლინტონმა. მოლაპარაკებას უნდა მოჰყვეს შეუქცევადი და შემოწმებადი ნაბიჯები, რათა ჩრდილოეთ კორეა მთლიანად განთავისუფლდეს ბირთვული იარაღისაგან. ეს თავის მხრივ შესაძლებელს გახდის ურთიერთობათა სრულ ნორმალიზაციას, მუდმივ სამშვიდობო რეჟიმსა და მნიშვნელოვან დახმარებას ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში. “გზა გახსნილია და ნაბიჯი ჩრდილოეთ კორეამ უნდა გადადგას.” განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდემ კლინტონმა.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის ამასწინანდელ რეგიონალურ ფორუმზე, მრავალმა მონაწილე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ ბოლო დროს რაკეტების გამოცდის, მისი ბირთვული შეიარაღების პროგრამის განვითარებისა და გავრცელების გამო.

XS
SM
MD
LG