ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდა



შეხვედრა გაიმართა ნათანიაჰუს იერუსალიმის ოფისში. მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებზე. ვაშინგტონის განცხადებიოთ იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს, აუცილებელია მშენებლობების შეჩერება.

ისრაელი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეს მშენებლობები აუცილებელია მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის დასაკმაყოფილებლად.

მიჩელის ეს ვიზიტი აშშ-ის ახალი დიპლომატიური ძალისხმვაა ისრაელსა და არბულ სამყაროს შორის არსებული კონფლიქტის დასრულებისთვის. ისრაელში ჩასვლამდე იგი შეხვდა სირიის, ეგვიპტის და პალესტინის ლიდერებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიმს ჯონსი ისრაეალსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ხელმძღვანელობს დელეგაციას.

ეს კიდევ ერთი დიპლომატიური ძალისხმევაა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. თეთრი სახლის განცხადებით დელეგაცია ორშაბათს ჩავიდა რეგიონში.

XS
SM
MD
LG