ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოსში აშშ-ის საგანგებო ელჩი  სირიის პრეზიდენტს ხვდება


აშშ-ის საგანგებო ელჩი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიტჩელი, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასად-ს დღეს დამასკოსში შეხვდა. განხილვის საგანი რეგიონში სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფაა. მიტჩელმა ეს შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა , ამერიკელმა დიპლომატმა სირიის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მზადაა ხელი შეუწყოს ისრაელისა და მის მეზობელ არაბულ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარებას. მისივე განცხადებით მშვიდობა ერთადერთი წყაროა რეგიონის სტაბილიზაციის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის. და იმისათვის რომ ეს მიზანი მიღწეული იყოს როგორც ისრაელმა ისე არაბულმა ქვეყნებამა აშშ-თან უნდა ითანამშრომლოს. როგორც ჯორჯ მიტჩელი აცხადებს, უახლოესი მომავლის ამოცანას წარმოადგენს სირიასა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები. სირიამ ყოველგვარი მოლაპარაკებები შეწყვიტა ისრაელთან გასულ დეკემბერს ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის შემდეგ. ეს მიტჩელის მეორე ვიზიტია სირიაში მას შემდეგ რაც იგი ახლო აღმოსავლეთში საგანგებო ელჩად დაინიშნა.

XS
SM
MD
LG