ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წელს რუსეთში ადამიანის უფლებების მეორე დამცველი მოკლეს, რომელიც ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციას აკრიტიკებდა



15 ივლისს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დამცავი ნატალია ესტემიროვა მოკლული იპოვეს ინგუშეთში. წელს რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველი მეორე აქტივისტი მოკლეს, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ საუბრობდა.

ქალბატონი ესტემიროვა ადამიანი უფლებათა დამცავი ორგანიზაციის მემორიალის აქტიური წევრი იყო, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ყოველთვის წინა ხაზზე იმყოფებოდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოაშკარავების საქმეში.

ნატალია ესტემირავა ჩეჩნეთში მომხდარ უსამართლო მკვლელობებზე, დასჯის მიზნით სახლების გადაწვაზე, ადამიანთა გატაცებაზე ლაპარაკობდა და მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელის წაყრუებით და მონაწილეობით ხდება ეს დანაშაული.

ჰუმან რაითს ვოჩის განცხადებით ნატალია ესტემიროვა რამდენიმე ასეთ საქმეს იძიებდა, როდესაც ის მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს. მისი სიკვდილი ერთ-ერთი რგოლია ჟურნალსიტების, ადვოკატების და ადამიანის უფლებათა დამცავების მკვლელობების გრძელ ჯაჭვში, რომლებიც ჩეჩნეთთან დაკავშირებულ მოვლენებს შეეწირნენ.

იანვარში ადამიანის უფლებათა დამცავი ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი მოკლეს მოსკოვში, რომელიც ჩეჩნეთში ხელისუფლების განუკითხაობისგან დაზარალებული ადამიანების ინტერესებს იცავდა. მკვლელებმა არც მარკელოვთან ერთად მყოფი ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა დაინდეს. ამ მხრივ ყველაზე უფრო გახმაურებული საქმე იყო ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, რომელიც 2006 წლის დასაწყისში გამოასალმეს სიცოცხლეს.

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის მაიკ ჰამერის განცხადებით ეს მკვლელობები აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ნატალია ესტემიროვას გატაცება და მკვლელობა განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო, რადგან ეს საზიზღარი დანაშაული პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტიდან ერთ კვირაში მოხდა, როდესაც ის შეხვდა ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებს, მათ შორის ორგანიზაცია მემორიალის წარმომადგენლებს.

ეს საშინელი მკვლელობა პირდაპირი გზავნილია რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მთელს მსოფლიოს აჩვენებს რომ ჩრდილოეთ კავკასიაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

ბატონი ჰამერის განცხადებით შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას მკაცრად დასაჯოს ამ მკვლელობის ორგანიზატორები, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს, რომ მოსკოვი არ მოითმენს უკანონობის გავრცელებას რუსეთში.

XS
SM
MD
LG